უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზარდი პოპულარობის ფონზე, საფრანგეთის პირველი პირის ჩაცმულობამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ემანუელ მაკრონი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კლასიკურად შემოსილი ლიდერია, ელისეის სასახლეში ჰუდით და ჯინსით გამოჩნდა.

ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში

“ზელენსკის ეფექტი,” – ასე გამოეხმაურა BFM-ის ჟურნალისტი, რაფაელ გრეიბლი ემანუელ მაკრონის ახალ ფოტოებს. რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, გასული ორი კვირის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად, ლიდერების ჩაცმის სტილი ერთ-ერთი განხილვადი თემა იყო.

ხაკისფერი შარვალი და მაისური, კეპი, ჰუდი, ჯინსი, სამხედრო ჩექმა – უკრაინული მხარის თავისუფალმა და რეალობას მორგებულმა სტილმა პრესის და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.