გუშინ ინდოელი ვარსკვლავი, პრიანკა ჩოპრა ქმართან, ნიკ ჯონასთან, სოფი ტერნერთან და ჯო ჯონასთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს. პრიანკა პაპარაცების წინაშე ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის იასამნისფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც აკა ნანიტას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა. პრიანკა ქართველი დიზაინერის სამოსით 1 თვის წინაც გამოჩნდა, როდესაც მას ლელა ელოშვილის ბრენდი ელოში ეცვა.


ლუქი პოდიუმიდან

Aka Nanita s/s 2019
Nowfashion.com

ყველაზე ახალგაზრდა “selfmade” მილიარდერმა და ინფლუენსერმა კაილი ჯენერმა არჩევანი დევიდ კომაზე შეაჩერა. მას ღია წითელი ტოპი და იმავე ფერის ტყავის შარვალი აცვია. ლუქი კომახიძის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.

ლუქი პოდიუმიდან

David Koma a/w 2019
FILIPPO FIOR / GORUNWAY.COM

ქართველი დიზაინერების სამოსი მოირგო დოუცენ კრუსმაც. ჰოლანდიელი ტოპ მოდელი ნიუ-იორკში თამუნა ინგოროყვას სამოსში გამოჩნდა, ფეხზე კი დემნა გვასალიას ბალენსიაგასთვის შექმნილი თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. დოუცენის სტილისტი ქეთევან გვარამაძეა.

Photo by Gotham/GC Images