იტალიურმა ბრენდმა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია გაავრცელა, რომელსაც ბრენდის კრეატიული დირექტორი დონატელა ვერსაჩე სუპერმოდელ დებთან ერთად ამშვენებს.

ახალმა კამპანიამ სოციალურ ქსელებში უკვე შესამჩნევი მღელვარება გამოიწვია. სარეკლამო ფოტოები მოდის გავლენიანმა დუეტმა მერთმა და მარკუსმა გადაიღეს.