2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულები 8 მარტს დასრულდა. მომავალ სეზონამდე თითქმის 6 თვე გვაშორებს. მოგეხსენებათ, რომ ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი,  რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციებს ვუწოდებთ. Resort და Cruise-ს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ რეზორტი და კრუიზი გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ზამთრის შვებულებას თბილ ქვეყნებში ატარებს.

Louis Vuitton
გთავაზობთ მოდის სახლებს, რომლებმაც ახალი სეზონის კრუიზული ჩვენებების კალენდარი უკვე დაადასტურეს:
  • Dior (ქალის ხაზი) – ჩვენება გაიმართება სევილიაში, ესპანეთში, 16 ივნისს.
  • Louis Vuitton (ქალის ხაზი) – ნიკოლა ჟესქიერი კოლექციას წარადგენს 12 მაისს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-დიეგოში.
  • Balenciaga – 21 მაისს ნიუ-იორკში.
  • Max Mara – 28 ივნისს ლისაბონში.
  • Chanel – 5 მაისს მონაკოში.
  • Gucci – 16 მაისს ევროპაში (ქალაქი დადასტურებული არ არის)