ჟურნალ System-ის ახალი ნომერი ქართველი დიზაინერის გახმაურებულ წელს მიეძღვნა. გარეკანზე დემნა გერმანელი ფოტოგრაფის, იურგენ ტელერის ობიექტივშია გამოსახული.
ბალენსიაგას ქართველ კრეატიულ დირექტორთან ინტერვიუ მოდის ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, ქათი ჰორინმა ჩაწერა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, გამომდინარე იქიდან, რომ დემნა წელიწადში მხოლოდ ერთ ოტ-კუტიურ კოლექციას წარადგენს, ორის ნაცვლად, საფრანგეთის მოდის ფედერაცია წინააღმდეგი იყო ბალენსიაგას ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ჩასმის.
ინტერვიუს სრული ვერსია ექსკლუზიურად ჟურნალ System -ის ახალ ნომერშია დაბეჭდილი და ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ არის.