ამერიკაში მოდის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება ტრადიციულად ნიუ-იორკში გაიმართა. ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ, ტომ ფორდის ხელმძღვანელობით, გამარჯვებულები გუშინ გამოავლინა.

ბალენსიაგას ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ნომინირებული იყო “ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში. დემნას კონკურენტები იყვნენ: დანიელ ლი – Bottega Veneta, რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა – Prada, პიერპაოლო პიჩოლი – Valentino და სიმონ პორტ ჟაკქმუსი – JACQUEMUS.

CFDA-ის საბჭომ ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულად გვასალია დაასახელა.