დავით კომახიძემ ბრენდი 2009 წელს შექმნა, მას შემდეგ, რაც ლონდონის Central Saint Martins წარმატებით დაასრულა. ქართველმა დიზაინერმა ვარსკვლავების აღიარება მოკლე დროში მოიპოვა. 2019 წელს კომახიძემ თავისი ბრენდის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ქართველი დიზაინერი ვოგს ესაუბრა და მოდაში გატარებული დეკადა მოკლედ შეაჯამა.

საკუთარი ესთეტიკის ერთგულება

„ჩემი საქმიანობის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, 99% – ით ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე. მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, რადგან ყოველ ჯერზე ბოლომდე ვიხარჯები“.

არ უნდა ჩაეფლო მომენტის ტრენდებში

„ჩემთვის ერთი მომენტი არაფერს ნიშნავს, მნიშვნელოვანია ეს ერთი მომენტი როგორ შეიძლება განვითარდეს.“

დააფასო განათლება

„Central Saint Martins-ში ვსწავლობდი. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დიდი ოჯახის ნაწილი ვიყავი. ჩემი პროფესორი ლუის ვილსონი იყო. როდესაც ასეთი მხარდაჭერა გაქვს, ყველაფერი უფრო ადვილია“.

საკუთარი ხელწერის პოვნა

„ჩემი ყოველთვის კლასიკური, თავდაჯერებული, ქალური და მაცდური იყო.”

პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი მნიშვნელოვანია

„დიზაინის გარდა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ბრენდის მფლობელი უნდა გაუმკლავდეს, როდესაც ბიზნესს მართავს. მე საკუთარი თავი გავწვრთენი“.

დიზაინი კომუნიკაციაა

„ვგრძნობ, რომ მაყურებელთან გულწრფელი დიალოგია“.

აითვისე ცვლილება

„საკმარისად ახალგაზრდა ვიყავი საიმისოდ, რომ სოციალური მედია დასაწყისიდანვე ამეთვისებინა. ახლა უკვე ბუნებრივად მეჩვენება“.

საკუთარ თავს დრო მიეცი

„10 წელი დამჭირდა, რომ საბოლოოდ თავი კომფორტულად მეგრძნო ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი სცენარით. მზადყოფნას ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი წესებით ვითამაშო“.

იპოვე ძალა სხვებში

„ბრენდს მხარს განსაკუთრებულად წარმატებული ქალები უჭერდნენ. ჩვენ არასდროს გვიცდია ვარსკვლავებზე ორიენტირებულ ბრენდად პოზიციონირება, მაგრამ ასეთი ბრწყინვალე ქალების მხარდაჭერა შთამაგონებელია“.

იყავი მადლიერი

„ბედნიერი და მადლიერი ვიყავი მთელი ეს 17 წელი, რაც ლონდონში ვიცხოვრე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამ ქალაქში ავისრულე“.