სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა და უკვე მოიცვა საერთაშორისო პრესა. გერმანული ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, სპორტულ გიგანტი Adidas აღარ იქნება გერმანული გუნდების პარტნიორი – ადიდასის მაისურებსა და სპორტულ ფეხსაცმელებს აღარ მოირგებენ გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.

სიახლეს საინტერესოს ისიც ხდის, რომ უკვე დადასტურებული ინფორმაციით, Adidas -ს ნაიკი შეცვლის. 2027 წლიდან, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაა ამერიკულ სპორტულ კომპანია, Nike -ისთან იწყებს თანამშრომლობას. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ნაიკისთან პირველი კონტრაქტი 2034 წლამდე დაიდება.

ახალი ათწლეული Adidas-ისთვის რთულად დაიწყო. ჯერ იყო ბრენდის სნიკერებზე ჩინეთსა და დასავლურ ბაზრებზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა, შემდეგ კი, ქანიე ვესტთან და ბალენსიაგასთან დაკავშირებული დაუსრულებელი სკანდალები, აგრეთვე – წაგებული სასამართლო დავები ამერიკელ დიზაინერ, თომ ბრაუნთან.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის დასრულება კომპანიისთვის კიდევ ერთი რეპუტაციული და ფინანსური დარტყმაა.