ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა სქრინი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გასულ 12 თვეში, ამერიკელმა რეპერმა ბალენსიაგას კოლექციებში 4.1 მილიონი დოლარი დახარჯა.




მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად ქართველი დიზაინერი დემნა დაინიშნა, ბრენდს და ქანიე ვესტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 2022 წლის იანვარში, ვესტმა Gap -თან ერთად, ბალენსიაგასთან კოლაბორაციაც დააანონსა. „მე (დემნას) მესამე ძმა ვარ,“ – თქვა რეპერმა ბალენსიაგას 2023 წლის კრუიზულ შოუზე.