რამდენიმე წუთის წინ, ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის ოფიციალურ გვერდზე სამწუხარო სიახლე გამოქვეყნდა. დემარშელიე დღეს, 31 მარტს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასული 40 წლის განმავლობაში, პატრიკი მოდის ფოტოგრაფიის უპირობო ლიდერი იყო. მას გადაღებული აქვს 1000-ზე მეტი ჟურნალის გარეკანი, მათ შორის: Vogue, Harper’s Bazaar, Elle. უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Dior, Chanel, Saint Laurent, Louis Vuitton, Calvin Klein და ა.შ.