სამწუხარო სიახლე რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. ლეგენდარული ჟურნალისტი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანდრე ლეონ ტალი 1948 წელს ვაშინგტონში დაიბადა. ანდრემ ხელოვნება ჩრდილოეთ კაროლინის და ბრაუნის უნივერსიტეტებში შეისწავლა. 1988 წელს, ანდრე ლეონ ტალი Vogue-ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა.

ანდრე ლეონ ტალი & ანა ვინტური

40 წლიანი კარიერის განმავლობაში, ანდრე ლეონ ტალი მაღალი მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფერადკანიანი ადამიანი იყო, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, „ერთადერთი შავკანიანი მამაკაცი მოდის კვირეულების წინა რიგში“.