მისი კლიენტებისთვის თვალის გადავლების შემდეგ, გაგიჭირდებათ დაჯერება, რომ პატრიკ ტამ მაკიაჟის ფუნჯი ხელში პირველად 6 წლის წინ დაიჭირა.
„არ ვიცოდი, რომ მაკიაჟის არტისტობა მინდოდა. მაკიაჟი 21 წლის ასაკში აღმოვაჩინე, დღეს 26 წლის ვარ, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი კარიერა 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ლოს-ანჯელესში გადმოვედი.“ -პატრიკ ტა.
პატრიკმა მაკიაჟის ხელოვნება არიზონაში შეისწავლა და პირველი სამსახური მაკ კოსმეტიკში მიიღო. შემდეგ ყველაფერი იმგვარად განვითარდა, როგორც ახალი თაობის ცნობილი „ბიუთი“ გურუების უმრავლესობის შემთხვევაში – ინტერნეტი და სოციალური ქსელები. 3 წელში პატრიკის გამომწერების რაოდენობა 6,000-დან 700,000-მდე გაიზარდა. 2019 წელს საკუთარი ხაზიც გამოუშვა, რომლის პრემიერაზეც დები ჰადიდები მიიწვია, როგორც თავისი მხარდამჭერები. ჯიჯი და ბელა პატრიკის პირველ სელებრით კლიენტებში იყვნენ.



ადრიანა ლიმა



ქენდის სვანეფული


ჯიჯი ჰადიდი



ბელა ჰადიდი


როუზი ჰანგთინთონ – უაითლი



ჯოან სმოლსი

ემილი რათაკოვსკი

ტეილორ ჰილი
