The Business of Fashion და “ბლუმბერგის” სტრიმინგ სერვისი Quicktake ახალ შოუს ქმნიან. შოუს მიზანია მაყურებელს აჩვენოს როგორ გავლენას ახდენს მოდის 2.5 ტრილიონად შეფასებული ინდუსტრია ბიზნესზე და კულტურაზე.

შოუს წამყვანი The Business of Fashion-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, იმრან ამედი იქნება. რაც შეეხება სტუმრებს, ახლადგავრცელებული ტრეილერიდან ვიგებთ, რომ პირველი სერიების რესპონდენტებს შორის იქნებიან: Chanel -ის პრეზიდენტი ბრუნო პავლოვსკი, Balenciaga-ს დემნა გვასალია და Kering -ის თავმჯდომარე ფრანსუა პინო.

“The BoF Show with Imran Amed” -ის პრემიერა 30 სექტემბერს, Bloomberg Quicktake-ზე შედგება. იხილეთ პირველი ოფიციალური ტრეილერი.