მაშინ როდესაც მაღალი მოდის დიზაინერების პროდუქციაზე ფასები მატულობს, ვიქტორია ბექჰემის ბრენდზე ფასდაკლება 70%-ს აღწევს. ბექჰემის კოლექციებზე გაზრდილი ფასდაკლებების მიზეზად ბრიტანული მედია ვალს ასახელებს. როგორც ვკითხულობთ, ბრენდ Victoria Beckham-ის ვალმა თითქმის 54 მილიონ ფუნტს მიაღწია.




გასული 2 წელი ვიქტორია ბექჰემის ბიზნესისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. პანდემიამ ბრენდს დიდი დარტყმა მიაყენა. 2020 წელს, ვიქტორიას ახლადგამოსულმა სილამაზის ხაზმა 6 მილიონ ფუნტზე მეტით იზარალა. 2021 წელს კი, ცნობილი გახდა, რომ “Victoria Beckham” უფროსმა დიზაინერმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ორ წელში, ბრენდმა ჯამში 46 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაკარგა.
ბექჰემს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.