გასულ თვეებში, საკამათო გახდა ადიდასის სპორტული ბიუსჰალტერის ახალი ხაზი. ბრენდის სარეკლამო კამპანია მოიცავს სხვადასხვა ასაკის, რასის, ფორმის და ზომის ქალების შიშველ ფოტოებს. კომპანიის გვერდზე ვკითხულობთ, რომ „ყველა ფორმის და ზომის მკერდის მქონე ქალი იმსახურებს მათზე მორგებულ კომფორტულ ბიუსჰალტერს,“ სწორედ ამიტომ Adidas-ის ახალი ხაზი 43 განსხვავებულ სტილს აერთიანებს.

ფოტოების გამოქვეყნებიდან მოკლე დროში, დიდი ბრიტანეთის რეკლამების ზედამხედველთა კომისიაში 24 საჩივარი შევიდა.

ადიდასი ქალის ღირსებას შელახვაში და ქალების სექსუალურ ობიექტებად წარმოჩენაში დაადანაშაულეს. საჩივრების ავტორები მიუთითებდნენ სრულიად ზედმეტ და არასაჭირო სიშიშვლეზე. მიუხედავად წინააღმდეგობრივი რეაქციებისა, ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების კომისიაში დააკმაყოფილეს საჩივრები და Adidas-ის ახალი ხაზის კამპანია საჯარო სივრცეებიდან ოფიციალურად აკრძალეს.