შეხვედრა 8 ივნისს, ლონდონში, დაუნინგის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში შედგება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანული მოდის წარმომადგენლები პრემიერ მინისტრთან ადგილობრივი მოდის განვითარებას აღნიშნავენ და მის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრებენ. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ევროპაში შექმნილ კრიზის და მის შედეგებს შეეხება.

დიდი ბრიტანეთის სანქციების პირველი ორი ნაწილის შემდეგ, ბრიტანელ დიზაინერებს რუსეთის ტერიტორიაზე კოლექციების გაყიდვა აეკრძალათ. გასულ კვირას კი, ცნობილი გახდა, რომ უკვე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, დიდ სავაჭრო ცენტრებში, რუსული პასპორტის მქონე მომხმარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.