2019 წლის თებერვალში პოდიუმზე ვიხილეთ, რამდენიმე თვეში – ვარსკვლავების პაპარაცულ ფოტოებში, შემდეგ ინფლუენსერების ინსტაგრამზე, 2020 წელს რეპლიკებმა დაბალფასიან მაღაზიებში და ბაზრობებზეც შეაღწია. ეტაპობრივად, დანიელ ლის Bottega Veneta-ს ჩანთა ბოლო სეზონების ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი გახდა.

Bottega Veneta

33 წლის ბრიტანელი დიზაინერი, დანიელ ლი იტალიური ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2018 წელს დასახელდა.  მის დანიშვნას წინ რთული 3 წელი უსწრებდა – Bottega Veneta ქერინგის ბრენდებში გაყიდვების ყველაზე დიდ კლებას აჩვენებდა. მოდის სახლის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად დიზაინერის ცვლილება გარდაუვალი იყო. აღსანიშნავია, რომ დანიელი 5 წელი Céline-ის სტუდიის დირექტორად მუშაობდა. მისი შემოქმედებით ხელმძღვანელად არჩევა, მაშინ, როდესაც ინდუსტრია ფიბი ფაილოს და სელინის განშორებას მტკივნეულად იღებდა, ფრთხილი, თუმცა გონივრული ნაბიჯი იყო, რომელმაც გაამართლა.

2020 წელს Net-A-Porter – ის მიერ შემოთავაზებული ტოპ 50 ყველაზე სასურველი ჩანთიდან 20-ზე მეტი სწორედ ბოთეგა ვენეტას ეკუთვნოდა.

Daniel Lee

თვალი გადავავლოთ იტალიური ბრენდის პოპულარულ მოდელებს:

Padded Cassette

Chain Cassette

POINT

Pouch

Chain Pouch

Shoulder Pouch

Mini Jodie

Jodie