Destree ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც 2016 წელს, ლონდონის Central Saint Martins-ის კურსდამთავრებულებმა, ჯერალდინ გიოტმა და ლეტიცია ლუმბროსომ დააარსეს. თავდაპირველად, ბრენდი აქსესუარების წარმოებაზე ორიენტირდა, გასული წლის ოქტომბერში კი, Destree-ის ქალის ტანისამოსის პირველი კოლექციაც ვიხილეთ.

ცნობილი ხდება, რომ ფრანგული ბრენდი წარმოების გაზრდას, ახალი ხაზების დამატებას და პარიზში პირველი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. ამბიციურ ბიზნეს გეგმას კი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები უჭერენ მხარს. ბიონსე, რიანა, გაბრიელა ჰერსტი, ანჯელიკა ჩეუნგი – ეს იმ გავლენიანი ქალების ჩამონათვალია, რომლებიც Destree -ის რებრენდინგში და გაფართოებაში ინვესტიციას განახორციელებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერალდინ გიოტის მეუღლე ალექსანდრ არნოა, მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს შვილი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ LVMH და არნოები ფლობენ რიანას კოსმეტიკური ბრენდის, Fenty Beauty-ის 50%-იან წილს.