Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ალესანდრო (ლალო) მიკელეს კამპანია ამჯერადაც იპყრობს მოდის მსოფლიო პრესისა და სოციალური მედიის ყურადღებას. კუბრიკის ფილმოგრაფიის ინტერპრეტაციის შემდეგ, Gucci-მ სათვალის ხაზის ახალი კამპანია წარადგინა. ვიდეოში ბილი აილიში და მის ორეულად ქცეული მსახიობი მონაწილებენ.
ალესანდრო მიკელე ამ კამპანიის დროსაც არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს და ვიდეო ამჯერადაც კინემატოგრაფიული თხრობის მანერითა და ესთეტიკით გამოირჩევა.