ალესანდრო მიკელეს განსაკუთრებული სიყვარული კინემატოგრაფიის მიმართ არაერთხელ აისახა Gucci-ის კამპანიებსა და მოდის სახლის ჩვენებებში.
მოდის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ბრენდის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, ამის შემდეგ კი, ჩვენი ყურადღება ლოს ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულმა ჩვენებამ – Love Parade-მა მიიპყრო. ამჯერად, Gucci-მ ალესანდრო (ლალო) მიკელეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით კუბრიკის კინოსამყაროს ყველაზე ცნობილი სცენები ორიგინალური ინტერპრეტაციით გააცოცხლა.
კოსმოსური ოდისეა, მექანიკური ფორთოხალი, ბარი ლინდონი, ნათება, ფართოდ დახუჭული თვალები – ეს სტენლი კუბრიკის ის საკულტო ნამუშევრებია, რომლებიც Gucci-ის უახლესი კამპანიის ინსპირაციად იქცა. კამპანიისა და კოლექციის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა, არტ დირექტორი კრისტოფერ სიმონდსი, ფოტოგრაფია და რეჟისურა კი მერთსა და მარკუსს ეკუთვნის.