სუპერმოდელი ბელა ჰადიდი კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის თანამედროვე ვარსკვლავად არის აღიარებული. ბელას სტილი კანში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. 2024 წლის კინოფესტივალზე მოდელის გამოჩენას პრესისა და გულშემატკივრების მხრიდან მოსალოდნელი მღელვარება მოჰყვა.
შეიძლება ითქვას, რომ სუპერმოდელმა მეტად მოულოდნელი არჩევანი გააკეთა, როცა წითელ ხალიჩაზე სენ ლორანის ახალი კოლექციით წარდგა, თუმცა ახლახან გავრცელებული სიახლის შემდეგ, ყველაფერი გასაგები გახდა.
ბელა Saint Laurent-ის ახალი სახეა
სარეკლამო კამპანიიდან პირველი ფოტო ფრანგული ბრენდის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა. ბელა სენ ლორანის კამპანიაში ფოტოგრაფმა გრეი სორენტიმ გადაიღო, კრეატიული დირექტორი გახლავთ ბელგიელი დიზაინერი – ენტონი ვაკარელო.