არ დარჩა სფერო, რომელსაც კორონავირუსის პანდემია არ შეეხო. სოციალური დისტანცია, თვითიზოლაციაში ყოფნა და სახლიდან მუშაობა კვლავ რჩება ექიმების მთავარ რეკომენდაციად. მოდაშიც, როგორც სხვა ინდუსტრიებში, არსებულ რეალობასთან ადაპტაციას ცდილობენ. ფრანგმა დიზაინერმა, სიმონ პორტე ჟაკქომუსმა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია გაავრცელა, რომელიც ფრანგმა ფოტოგრაფმა პიერ-ანჟე კარლოტიმ FaceTime – ს საშუალებით გადაიღო.

ფრანგი დიზაინერის FaceTime კამპანიაში ბელა ჰადიდი და სერიალ ეიფორიას ვარსკვლავი ბარბი ფერეირა მონაწილეობენ. JACQUEMUS S/S 2020 შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველ დიდ მოდურ კამპანიად, რომელიც FaceTime – თ გადაიღეს.

კოლექცია, რომელსაც ჰადიდი და ფერეირა რეკლამას უწევენ, დიზაინერმა 2020 წლის იანვარში, პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე წარადგინა.