პარიზის „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეული რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა ბელა ჰადიდი უკვე აკეთებს მნიშვნელოვან მოდურ განაცხადს. ჟან პოლ გოტიეს ვინტაჟური კოსტიუმის შემდეგ, კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე, ტოპ მოდელმა სკიაპარელის უახლესი „ოტ-კუტიურ“ კოლექცია მოირგო.
კოლექცია Schiaparelli-ის შემოქმედებითმა დირექტორმა, დანიელ როუზბერიმ 6 ივლისს წარადგინა. შავი კლასიკური კაბა, რომელსაც ავანგარდულ იერს ოქროს ყელსაბამი ანიჭებს, „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეულის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმია.
მოდის გავლენიანი პრესის მხრიდან ბელას არჩევანი უკვე შეფასდა, როგორც შთამბეჭდავი და გაბედული გადაწყვეტილება.