ბრიტანული Vogue-ის და V Magazine-ის ზაფხულის ნომრების შემდეგ, ჟიზელ ბუნდჩენი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახალი პროექტით. ამჯერად, ბრაზილიელი სუპერმოდელი ბარბერის საკულტო მონოგრამას უწევს რეკლამას.

შემოქმედებითი დირექტორი – რიკარდო ტიში

გასული თვის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟიზელი, რომელიც პოდიუმს 2015 წელს დაემშვიდობა, ბრუნდება. უცნობია გეგმავს თუ არა სუპერმოდელი ჩვენებებზე დაბრუნებასაც, თუმცა ერთი რამ ცხადია, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა პოდიუმი დატოვა, მისი სამოდელო გრაფიკი ასეთი დატვირთული არ ყოფილა.

ფოტოგრაფები: Luigi & Iango
რედაქტორი/სტილისტი: Suzanne Koller
ვარცხნილობის სტილისტი: Luigi Murenu
ვიზაჟისტი: Georgi Sandev