ბარბერის გენერალურმა დირექტორმა ბრენდის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ რთული 2 წლის შემდეგ, ბარბერის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. გასულ 4 თვეში რიკარდო ტიშის კოლექციებიდან შემოსავალი 498 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც 4% აღემატება 2018 წლის ამ პერიოდის შედეგს.
წამყვან ბრიტანულ ბრენდში ფინანსური პრობლემები 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ქრისტოფერ ბეილიმ ბარბერის გენერალური დირექტორის თანამდებობაც დაიკავა. See-now-buy-now (კოლექციის გაყიდვაში გამოსვლა ჩვენებიდან რამდენიმე დღეში) ბიზნეს მოდელის დანერგვის შემდეგ, ბრენდმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დაკარგა. 2017 წლის ბოლოს, ბეილიმ ბარბერიდან წამოსვლა გადაწყვიტა.
დროის ამ პერიოდში ჟივანშიში 12 წლიან წარმატებულ ერას რიკარდო ტიში ასრულებდა. ბარბერიში გადაწყვიტეს, რომ უცნობი დიზაინერის აყვანით რისკზე წასვლა არ ღირდა და ჯობდა არჩევანი ვარსკვლავზე შეეჩერებინათ.

2018 წლის სექტემბერში რიკარდომ ბარბერიში თავისი პირველი კოლექცია წარადგინა, რომელიც დადებითად შეფასდა/ 29 ივნისის მონაცემებით, ბრენდში გაყიდვების ზრდა ფიქსირდება, რაც იმედისმომცემი სიახლეა.