ვეტმანის ახალი კოლექციის ჩვენებაში 2 მოდელი პოდიუმზე კეპით გამოჩნდა. ერთი შეხედვით ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა კეპს საინტერესოს თეთრი წარწერა ხდიდა, რომელზეც ვკითხულობდით: „გვასალია პრეზიდენტად“. რომელი გვასალია? არ ვიცით, თუმცა ბალენსიაგაში მხოლოდ ერთი გვასალია შეიძლება იყოს პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, დემნაა.
რამდენიმე დღის წინ, ბალენსიაგამ პოლიტიკური პორტრეტებით შთაგონებული კამპანია გაავრცელა. 10-ზე მეტი ფოტო ლურჯ ფონზე, რომელიც Laurence Chaperon-მა გადაიღო, ბალენსიაგას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებით არის შთაგონებული. თემა გავლენიანი ადამიანების ჩაცმულობა, როგორც მოდაში უწოდებენ Power Dressing-ია.
ბალენსიაგას ჩვენებაზე მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ, ბელა ჰადიდს ახალ კამპანიაში ბევრი ელოდა. ბელას და ბალენსიაგას კამპანიაზე ჭორები არ გამართლდა, მაგრამ ჰადიდს სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან რიკარდო ტიში ვარსკვლავური შემადგენლობის რეკლამებისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.
ბარბერიმ ახალი კამპანია გამოაქვეყნა. პირველი სურათი, რომელზეც ბელა ჰადიდი დასთან, ჯიჯი ჰადიდთან და კენდალ ჯენერთან ერთად პოზირებს, მხევლის წიგნის ეკრანიზაციას მოგაგონებთ, თუმცა რიკარდოს ბარბერის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს ევოლუცია ჰქვია.
ფოტოგრაფები: Inez & Vinoodh.
მხოლოდ მოდელების შემადგენლობითაც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბარბერიმ ახალ კამპანიაზე ბევრი ფული დახარჯა, თუმცა არც ბალენსიაგასი და არც ბრიტანული მოდის საკულტო ბრენდის კამპანიები არ გამოიყურება იმდენად ძვირადღირებულად, სასურველად და გლამურულად, როგორც ბოტეგა ვენეტა.
ფოტოგრაფი: Tyrone Lebon.
მრავალმხრივ სამწუხარო ფაქტია, თუმცა არაფერია იმაზე უცნაური, ვიდრე ცნობილი დიზაინერი სხვა ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში. მიუხედავად ამისა, ჟივანშის მოდის სახლი ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც კამპანიაში ცნობილი დიზაინერი გაოცებას არ იწვევს. დავაბრალოთ რიკარდო ტიშის, რომელმაც ჟივანშიში შექმნა მომენტი, როდესაც რეკლამაში თვით დონატელა ვერსაჩესთან ერთად იპოზიორა.
მარკ ჯეიკობსი და შარლოტ რემპლინგი ჟივანშის ახალი კამპანიის სახეები არიან.
ფოტოგრაფი: Craig McDean.
ნატაშა რემსი ლევის x ქლოეს მომავალი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, მაგრამ დაძაბულობა ახალ კამპანიაში არ შეიმჩნევა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ქლოემ რამდენიმე ლამაზი პორტრეტი გაავრცელა.
ტოპ მოდელები: Rebecca Leigh, Felice Noordhoff, Mona Tougaard. ფოტოგრაფი: David Sims.
თუ ფიქრობდით, რომ კაია გერბერი სუპერმოდელის ერთადეთი მოდელი ქალიშვილია, დროა ლილა მოსი გაიცნოთ. ქეით მოსის ქალიშვილი, ბელა ჰადიდთან ერთად, მიუ-მიუს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიის სახეა. ლილა პირველ ფოტოში თეთრი კაბით პოზირებს.
ფოტოგრაფი: Liz Collins.
თეთრი ფერი დომინირებს ვალენტინოს უახლეს კამპანიაშიც. პიერპაოლო პიჩოლის პოდიუმი უფრო საინტერესო და ამაღელვებელია, ვიდრე კამპანიები. ამ მხრივ არც 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონია გამონაკლისი.
ფოტოგრაფები: Inez & Vinoodh.