გასული წლის გახმაურებული დებიუტის შემდეგ, ქართველი დიზაინერი ბალენსიაგაში თავის რიგით მეორე ოტ-კუტიურ შოუსთვის ემზადება. ახალ კოლექციას 6 ივლისს, პარიზის დროით 12:00 საათზე ვიხილავთ, თუმცა მანამდე ბრენდი სიახლეს აანონსებს – პარიზში Balenciaga-ს ‘Couture მაღაზია’ გაიხსნება.

ახალ ინტერვიუში, ბრენდის გენერალურმა დირექტორმა სედრიქ შარბიმ ბალენსიაგას გარშემო არსებულ მღელვარებაზე ისაუბრა. კითხვაზე: „რატომ გიჟდება ყველა ბალენსიაგაზე?“ სედრიქმა უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამ თაობაში ყველაზე ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, რომელიც ბრენდისთვის დიდი პატივისცემით მუშაობს.“

ინტერვიუ სრულად – Balenciaga: «The new era of couture»