მოდის სახლმა 2022 წლის სარეკლამო კამპანიიდან პირველი ფოტოები რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბალენსიაგას გლობალური წარმდგენების რიგებს კიმ კარდაშიანიც შეუერთდა.

მიუხედავად იმია, რომ გასული თვეების განმავლობაში, კარდაშიანი და დემნა აქტიურად თანამშრომლობდნენ, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც რეალითი შოუს ვარსკვლავი ბალენსიაგას კამპანიაში გამოჩნდა.

ბალენსიაგასთან თანამშრომლობას აგრძელებს იზაბელ იუპერიც. ფრანგი მსახიობი ბრენდის სახე 2021 წელს გახდა. ეს უკვე ბალენსიაგას მესამე კამპანიაა იუპერის მონაწილეობით.

Isabelle Huppert

როგორც ამერიკული ვოგი აღნიშნავს, დემნამ ფოტოგრაფ Stef Mitchell -თან ითანამშრომლა. რაც შეეხება მოდელების შემადგენლობას, პირველ ფოტოებში Tommy Blue-ს და Marie Agnès Diene-ს ვხედავთ. ტომის და მერი აგნესს ბალენსიაგას ქართველ კრეატიულ დირექტორთან მრავალწლიანი პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებთ.