მოლი გოდარდის კარიერაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. 3 წლის წინ ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო ცარიელი CV – ით და სავსე ოცნებებით, ახლა ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ახალგაზრდა დიზაინერია. ახალ კოლექციაში მოლის სურდა გასული რამდენიმე წელი გაეხსენებინა, დაშვებული შეცდომები გამოესწრებინა და ეჩვენებინა რა ისწავლა ამ 5 წელიწადში, როცა მისი ცხოვრება აკადემიაში დაცემიდან ბრიტანეთის მოდის საბჭოს საპატიო დაფინანსებამდე მივიდა.
Molly Goddard გაზაფხული/ზაფხული 2020 – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 14 სექტემბერი.

ჩვენება გოდარდის ხელწერად ქცეული ტიულის კაბებით გაიხსნა. ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელია, რადგან წარმოუდგენელია მოლი გოდარდი ტიულის გარეშე. ეს უკანასკნელი მაღალი მოდის ისეთი ნაწილია, რომელიც წლებია მხოლოდ ერთი ფორმით გამოიყენება. მოლის წარმატების საიდუმლო შეგვიძლია სწორედ აქ ვეძიოთ. მან ბადისებრ და გამჭირვალე ქსოვილებს ახალი სიცოცხლე მისცა.

მოლი გოდარდს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანონიმური ბრენდი ყოფილიყო, რომელსაც მხოლოდ „ინსაიდერები“ ატარებენ და საზოგადოების უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ვარდისფერი ტიული სატელევიზიო სივრცის ყველაზე მოდურმა ფსიქოპათმა მოირგო, ანონიმურობაზე საუბარი რთულია.
BBC – ის სერიალის, „ევას მკვლელობისას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ხალხი მთავარი გმირის, ვილენელის, იგივე ოქსანა ასტანკოვას ჩაცმის სტილზე საუბარს ვერ წყვეტს. განსაკუთრებული ყურადღება მოლის ვარდისფერმა კაბამ მიიქცია, რომელიც ვილენელს პირველ სეზონში ეცვა.
კადრი სერიალიდან „ევას მკვლელობისას“

Molly Goddard გაზაფხული/ზაფხული 2020 – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 14 სექტემბერი.

ბრიტანელი ტოპ მოდელი იდი ქამბელი ხურავს Molly Goddard -ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას, ლონდონის მოდის კვირეულზე.
