სავაჭრო მარკეტის კვლევის კომპანიამ, Locatus-მა ევროპის 34 დიდი ქალაქი შეისწავლა და შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ქუჩები გამოავლინა.

ახლა ევროპაში ყველაზე პოპულარული სავაჭრო ქუჩებია: Schildergasse – გერმანიაში, ქალაქი კელნი, Oxford – ლონდონში და Gran Vía – მადრიდში.

ოქსფორდის ქუჩა ლონდონში

ყოველდღიურად, ლონდონის Oxford Street-ს და კელნის Schildergasse -ს 72,700 ადამიანი სტუმრობს, “გრან ვიას” – 60,800.

ხუთეულში აგრეთვე ვხვდებით მილანის “კორსო ვიტორიოს” ქუჩას (54,600 ვიზიტორი) და პარიზის ცნობილ გამზირს შანზ-ელიზეს, ყოველდღიურად 45,500 ვიზიტორით.

ზემოთხსენებული ციფრები გვაჩვენებს როგორც მას-მარკეტის, აგრეთვე ძვირადღირებული მოდის მყიდველების აქტივობას. თუ ამ ორს განვაცალკევებთ, მაშინ ოდნავ განსხვავებულ რეალობას მივიღებთ. ასე მაგალითად, მხოლოდ მას-მარკეტის მოდაში მოწინავე პოზიციებს ბელგიური სავაჭრო ქუჩები იკავებენ, ესენია : Meir ანტვერპენში და Rue Neuve ბრიუსელში.

შანზ-ელიზეს გამზირი პარიზში

რაც შეეხება, ძვირადღირებულ (ე.წ. ლაქშერი) მოდას, ამ მხრივ, პოპულარულია : Königsallee-ს ქუჩა დიუსელდორფში, გერმანია და Condotti რომში, იტალია.

Tags :