გასულ წელს, ქერბი ჟან-რეიმონდი პირველი აფრო-ამერიკელი დიზაინერი გახდა, რომელიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულში მიიწვიეს.
ქერბიმ Pyer Moss 2013 წელს შექმნა, როგორც ექსპერიმენტული არტ – პროექტი. საერთაშორისო ყურადღება 2016 წელს მიიქცია, როდესაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, თავისი კოლექციებით, ამერიკაში პოლიციის სისასტიკეს და აფრო-ამერიკელთა უფლებებს შეეხო. გახმაურებული სეზონების შემდეგ, ქერბიმ რამდენიმე მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა, მათ შორის ერთ-ერთი Reebok – თან.
ცხადია, რომ გასულ რამდენიმე წელში, ქერბი მოდის მიმდევრებს საინტეესო სიახლეებს და მომენტებს არ აკლებდა. ამ მხრივ არც 2022 იქნება გამონაკლისი.
ბრენდი Pyer Moss აქსესუარების ხაზს უშვებს.
“ეს ექსპერიმენტია,” – ამბობს ქერბი ახალ ინტერვიუში, “ბოთეგა ვენეტა ყიდის ტანსაცმელს და მართავს შოუს. შანელი ყიდის ტანსაცმელს და მართავს შოუს. პიერ მოსი ცნობილია შოუებით, მაგრამ ხალხი ტანისამოსის ძირითად დეტალებს სხვაგან ეძებს. გავაანალიზე, რომ არ შეიძლება მხოლოდ გასართობი შოუ ვიყოთ.”
გეომეტრიული ფორმების შავი, ყვითელი და მწვანე ფერის ჩანთები გაყიდვაში რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა. ფასები, ზომების და ფერების მიხედვით, 750-იდან 1800 დოლარამდე მერყეობს.