ამერიკული ვოგის საიტზე 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულების ყველაზე ნახვადი კოლექციების ათეული გამოქვეყნდა. ტრადიციულად, ათეულში ვხედავთ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: დიორი, შანელი, ბალენსიაგა, ვალენტინო, სენ ლორანი, თუმცა ამჯერად, ვოგის მკითხველმა საინტერესო პრეცედენტიც შექმნა. პირველ ადგილს, ახალგაზრდა ალბანელი დიზაინერი, ნენსი დოჯაკა იკავებს.

ბრენდი Nensi Dojaka 2017 წელს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ დოჯაკასთვის პირველი 5 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ვოგის ყველაზე ნახვადი კოლექციების ათეულში პირველი ადგილის დაკავება, მაინც საკმაოდ მოულოდნელი სიახლეა. ნენსი ქალის თეთრეულის დეტალების, სექსუალური ჭრების, ბრეტელების თავისებურად წარმოდგენით, არაფორმალური, ყოველდღიური სამოსის ელემენტებისა და გამჭირვალე ქსოვილების გაერთიანებით სენსუალურ და ადვილად საცნობ კოლექციებს ქმნის.


ახალი სეზონის Top 10 ნახვადი კოლექცია Vogue-ის ოფიციალურ საიტზე:

1 – Nensi Dojaka

2 – Dior

3 – Chanel

4 – Bottega Veneta

5 – Balenciaga

6 – Saint Laurent

7 – Prada

8 – Louis Vuitton

9 – Valentino

10 – Dolce & Gabbana