მოდაში კოლაბორაცია გასული 20 წლის ყველაზე ნაყოფიერი სიტყვაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ვარსკვლავის და მოდური ბრენდის გაერთიანებას ეხება. ჩვენ შეგვიძლია ბევრი მაგალითი დავასახელოთ, როდესაც 2 ბრენდის თანამშრომლობამ არ გაამართლა, ან პროფესიონალი დიზაინერი ვერ მოერგო კომპანიის ხედვას, თუმცა თითქმის შეუძლებელია გავიხსენოთ წარუმატებელი კოლაბორაცია ცნობილ ადამიანს და მოდურ ბრენდს შორის, რადგან ეს უკანასკნელი ცდება მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებს, რომელიც დიზაინის სფეროშია და უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. სწორედ ამის გამოძახილია უამრავი შემდგარი თანამშრომლობა საერთაშორისო სელებრითებს და ტანსაცმლის ბრენდებს შორის, მაგალითად: Puma by Fenty, Topshop by Beyoncé, Adidas by Kanye West.

ახლახანს ქართულ რეალობაშიც გამოჩნდა მსგავსი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეს და ხელმისაწვდომ მოდურ ბრენდს აერთიანებს. „კორსო იტალია“ გვთავაზობს პირველ მასშტაბურ კოლაბორაციაც რუსკა მაყაშვილთან ერთად – Corso Rosso By Russana. რუსკას მხიარული და მრავალფეროვანი პიროვნულობა, ცხადია კოლექციაზეც აისახა. სწორედ ეს ხდის ვარსკვლავურ კოლაბორაციებს განსხვავებულს,ყოველთვის იგრძნობა მუხტი, რომლის მატარებელიც არის ცნობილი პიროვნება.

ახალი კოლაბორაცია იხილეთ – ლინკი: Corso Rosso By Russana.

რუსკამ კორსოს იტალიელ დიზაინერებთან ერთად იმუშავა, ერთობლივი ხედვებითა და რა თქმა უნდა, დროის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა ტენდენციური და განსხვავებული კოლექცია, რომლის დათვალიერებაც  ონლაინაც არის შესაძლებელი, იხილეთ (ლინკი-Corso Rosso by Russana). კოლექცია შესაძენად ხელმისაწვდომია „კორსო იტალიას“ ოცდაერთივე ფილიალში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რაც შეეხება ბრენდს, „კორსო იტალია“ არის შედარებით ახალი ბრენდი, რომელიც 2015 წელის სექტემბრიდან წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე „აი სი არის“ მიერ. ამ ბრენდის მთავარი იდეა ეფუძნება შემდეგს: გავხადოთ მოდური ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი ყველასთვის. „კორსო იტალია“ მომხმარებელს სთავაზობს ყველა სტილის ფეხსაცმელს. ამჟამად ბრენდი წარმოდგენილია 21 მაღაზიით, თბილისსა და რეგიონებში.