2022 წლის ზაფხულის კამპანიის შთაგონებად ახალგაზრდა დიზაინერმა არაბული კულტურა გამოიყენა. ამინას კამპანიის იდეა პირველად პანდემიის დროს დაებადა, თუმცა შეზღუდვებიდან გამომდინარე, მისი სისრულეში მოყვანა დღემდე ვერ შეძლო.



“ჩემი სურვილი იყო გამეკეთებინა რაღაც აზრიანი და მრავლისმთქმელი, რაც მიეძღვნებოდა ჩემს არაბულ ფესვებს, იქნებოდა ზეიმი ჩვენი კულტურის” – აღნიშნა დიზაინერმა WWD-სთან ინტერვიუში.
კამპანიის სახე გასული ათწლეულის ნამდვილი აღმოჩენა იმან ჰამამია. ჰოლანდიაში დაბადებული ეგვიპტელი მოდელი იდეალურად ერგება კამპანიის კონცეფციას.
Amina Muaddi ვარსკვლავების საყვარელი ფეხსაცმლის დიზაინერია. ამჟამად ამინა დაფუძნებულია პარიზში, თუმცა მისი კოლექციები იქმნება იტალიაში.