კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პირობებში, ბევრი პოპულარული სატელევიზიო შოუს ახალი სეზონის გადაღება და პრემიერა გადაიდო, თუმცა ინტერნეტ ტელევიზიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, Netflix -მა მაინც შეძლო და მაყურებელს რამდენიმე გახმაურებული სერიალი შესთავაზა. მათ შორისაა ახალგაზრდა მოჭადრაკე ქალის შესახებ გადაღებული შოუ, The Queen’s Gambit, რომელსაც გამოსვლიდან პირველ 28 დღეში, 62 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც ნეტფლიქსის მინი-სერიების ისტორიაში, რეკორდული მაჩვენებელია.

The Queen’s Gambit

The Queen’s Gambit-ში 60-იან წლების გენიოსი მოჭადრაკის, ბეთ ჰარმონის როლს 24 წლის ამერიკელი მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს. ანიას შესრულების ოსტატობა და როლი იმდენად ექსპრესიული აღმოჩნდა, სერიალის გამოსვლის მომენტიდან ცხადი იყო, რომ ახალგაზრდა მსახიობი მსოფლიოს გარშემო მილიონობით მაყურებლის გულს მოიგებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ფილმის, თუ სერიალის დიდი აღიარება თითქმის წარმოდგენელია სწორად შერჩეული კოსტიუმების და იმიჯის გარეშე. ამ მხრივ კი, The Queen’s Gambit საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც ბოლო დროს გვინახავს.

ნაფიქრ, საოცრად გემოვნებიან სეტებთან და სამოსთან ერთად, ყურადღებას იქცევს ანიას თმა. მსახიობმა ფილმისთვის იმიჯი იმდენად ბუნებრივად მოირგო, რომ მისი სხვა სტილის ვარცხნილობით ხილვა ახლა გაუცხოვების განცდასაც გვიტოვებს. უკეთ წარმოსაჩენად, თვალი გადავავლოთ ანია ტეილორ-ჯოის ვარცხნილობის სტილის ტრანსფორმაციას ნეთფლიქსის ჰიტ-შოუმდე.

1/10
2/10
3/10
4/10
5/10
6/10
7/10
8/10
9/10
10/10