Tati Collection ლეგენდარულმა დიზაინერმა 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა. ალაიას შთაგონება ფრანგულ მაღაზია Tati-ში სტუმრობის შემდეგ გაუჩნდა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა მაღაზიასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა, რაც საკმაოდ მოულოდნელი და სკანდალურიც იყო.
Tati ძვირადღირებული ტანსაცმლის პრესტიჟულ სავაჭრო სივრცეს არ წარმოადგენდა. ეს იყო ადგილი, რომელმაც სახელი „სანაგვე ყუთებით“ გაითქვა, სადაც გასაყიდად უამრავი დაბალფასიანი ნივთი ეყარა.
აზადინის არჩევანმა ბევრი კითხვა დაბადა. 30 წლის წინ, მაღალი მოდის ელიტური წრეები, რომლის წევრიც აზადინი გახლდათ, მასობრივი წარმოების ბრენდებთანაც თითქმის არ თანამშრომლობდნენ. დიზაინერები ცნობილი მითოლოგიისგან, ნახატებისგან, ვარსკვლავებისგან, ფილმებისგან, წიგნებისგან იღებდნენ შთაგონებას და არა დაბალფასიანი მაღაზიისგან, სადაც ჩანთის ყიდვა 3 ევროდ იყო შესაძლებელი.
ალაიას ხშირად უწევდა ახსნა, რომ მის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ქვეტექსტი არ იმალებოდა და ის უბრალოდ პრინტმა მიიზიდა.
ვარდისფერი, შავი და თეთრი პრინტით აზადინმა შექმნა ქსოვილი და შემდეგ კოლექცია, რომელმაც მას სახელი საერთაშორისოდ გაუთქვა.