გამოქვეყნებიდან 24 საათში, ბრიტანელი ვარსკვლავის ახალ მუსიკალურ ვიდეოს 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ‘Oh My God’ რიგით მეორე სინგლია ადელის ახალი ალბომიდან ‘30’. ვიდეოზე მუსიკოსმა რეჟისორ სემ ბრაუნთან ერთად იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ადელის პირველი გლობალური ჰიტის, “Rolling in the Deep”-ის ვიდეოს რეჟისორიც სწორედ ბრაუნია.


ახალ კლიპში მომღერალი ვივიენ ვესტვუდის, ლუი ვიტონის და ჰარის რიდის კოსტიუმებით ჩნდება. ადელის იმიჯზე სტილისტმა ჯეიმი მიზრაჰიმ იმუშავა.

#1 კოსტიუმი, დიზაინერი: ჰარის რიდი.


#2 კოსტიუმი, დიზაინერი: ნიკოლა ჟესქიერი, ბრენდი: Louis Vuitton.


#3 კოსტიუმი, დიზაინერი: ვივიენ ვესტვუდი.