ახალი ალბომიდან პირველი სინგლის დაანონსების შემდეგ, მომღერალი ვოგის ბრიტანულ და ამერიკულ გამოცემებს ამშვენებს. პირველად, Vogue-ის საუკუნოვან ისტორიაში, ბრიტანული და ამერიკული გამოცემა ერთ ედითორიალს და ვარსკვლავს გვთავაზობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს Condé Nast-ის ახალი სტრატეგიის ნაწილია. ახალი მიმართულების გეზის განმსაზღვრელი ანა ვინტურია, რომლის გავლენის საზღვრებიც კიდევ უფრო გაფართოვდა. გასულ წელს ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსადაც დაინიშნა, გარდა The New Yorker-ისა.
Vogue ამერიკა ნოემბერი 2021
Vogue ბრიტანეთი ნოემბერი 2021