
ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჩენი იტალიური ვოგის 2023 წლის მარტის ნომერს ამშვენებს.
ყდაზე ჟიზელს ვალენტინოს წითელი კაბა ამშვენებს, მან ფოტოსესიისთვის ასევე წითელი თმის ფერი მოირგო. გადაღების სტილისტი იბრაჰიმ ქამარაა, ხოლო ფოტოგრაფი ბრაზილიელი რაფაელ პავაროტია.
“ჩვენი ქავერ-სთორი უჩვეულო მოგზაურობაზეა, რომლის განმავლობაშიც ქალმა, რომელიც ყოველთვის ნატურალური ლუქებით გვევლინება, ათასობით ტრანსფორმაცია განიცადა,” ნათქვამია ჟურნალის მიერ გაკეთებულ ინსტაგრამ-პოსტის აღწერაში, რომლის კომენტარებშიც სუპერმოდელმა აღნიშნა, რომ “ეს სახალისო იყო.”
Vogue იტალია, 2023 წლის მარტის ნომერი:













