Variety, Guardian, Deadline და საერთაშორისო პრესის სხვა ცნობილი გამოცემები ავრცელებენ სიახლეს, რომ კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი, რომელსაც რეჟისორი Universal Studio-სთან ერთად იღებს, ვარსკვლავური სამსახიობო ქასტით იქნება გამორჩეული. ტომ ჰოლანდისა და მეთ დეიმონის შემდეგ, ფილმის სამსახიობო შემადგენლობას ზენდეია და ენ ჰეტევეიც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ენ ჰეტევეისა და კრისტოფერ ნოლანს წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლიათ, მათ შორის ისეთ მასშტაბურ და აღიარებულ კინო ნამუშევარზე, როგორიცაა 2014 წელს გამოსული ფილმი – Interstellar. თანამედროვე ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის, ზენდეიასთვის კი, “Challengers” -ისა და “Dune: Part Two”-ს შემდეგ, ეს მორიგი მასშტაბური პროექტი იქნება და პირველი – კრისტოფერ ნოლანთან.

ფილმის პრემიერა 2026 წელს იგეგმება. ამ დროისათვის შინაარსთან დაკავშირებული დეტალები უცნობია.