2020 წლის სექტემბერში, 24 წლის ზენდაიამ სატელევიზიო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება – Emmy-ის ჯილდო მოიპოვა. ახალგაზრდა მსახიობმა ნომინაციაში ისეთი ვარსკვლავები დაამარცხა, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი და ლორა ლინი. ზენდაიას Emmy გადაეცა HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალში – Euphoria-ში შესრულებული მთავარი როლისათვის.
Euphoria სემ ლევისონის შექმნილი დრამის ჟანრის სერიალია, რომლის პრემიერა HBO-ზე 2019 წელს შედგა. სიუჟეტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზეა, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულებასთან, ბულინგთან და სხვადასხვა რთულ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. სწორედ ამ სერიალის დამსახურებით, ზენდაიამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება განსხვავებულად მიიქცია. ახლა მისი პოპულარობა საოცარი სისწრაფით იზრდება.
რამდენიმე საათის წინ,ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე გაყიდვადმა და პრესტიჟულმა გამოცემამ, ELLE- მ დეკემბერი / იანვრის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავი ამშვენებს. ნოემბერში, ელის ყდაზე ამერიკის ახლადარჩეული პირველი ქალი ვიცე პრეზიდენტი, ქამალა ჰარისი ვიხილეთ. ზენდაიას ახალ ყდაზე Valentino – ს ოტ კუტიური აცვია. მასთან ინტერვიუ კი, ჰოლივუდის კიდევ ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ტიმოთი შალამემ ჩაწერა.
ფოტოგრაფი: Micaiah Carter, ვარცხნილობის სტილისტი: Kim Kimble, ვიზაჟისტი: Sheika Daley.







