სეზონების ცვლილებასთან ერთად, მოდის ტენდენციებიც იცვლება. მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც მოდიდან არ გადადის. ისინი ყოველთვის თანამედროვედ აღიქმება, იმისდა მიუხედავად თუ რომელი სტილი სარგებლობს მოცემულ მომენტში განსაკუთრებული პოპულარობით.

მამაკაცების ჩაცმულობაში ყოველთვის შევხვდებით ისეთ ატრიბუტებს, როგორებიცაა: ნაცრისფერი კლასიკური პიჯაკი და შარვალი, შავი ტყავის ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი, სადა ჰუდი, V ფორმის საყელოს მქონე ნაქსოვი სვიტერი, ელეგანტური პალტო, თეთრი მაისური და მუქი ფერის ჯინსი. Zara-ს ახალ კაფსულა კოლექციაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და გარდერობისთვის სხვა არაერთი აუცილებელი ნივთია შემოთავაზებული.

ცივ ზამთარში, თქვენთვის შესაძლოა განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს შალის 80%-იანი შემცველობის, იტალიაში დამზადებული კარდიგანი, რომელიც კარამელის ფერსა და მწვანეში არის ხელმისაწვდომი. იმავე შეიძლება ითქვას ალპაკას მატყლის შემცველობის, მრგვალ საყელოიან სვიტერზე კარამელის ან ბადრიჯნის ფერში. თუ უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებთ, მაშინ თქვენი გული შესაძლოა ყავისფერმა ორ ბორტიანმა პალტომ მოიგოს, ყოველდღიურობისთვის კი ფაქტურული, მუქი მწვანე ქურთუკი არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება.

აქსესუარებს შორის, Zara გთავაზობთ ტყავის ბოულინგის ჩანთას, რომელიც მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. ასევე სეზონის ისეთ საჭირო პროდუქტებს, როგორებიცაა: შალის შემცველობის ქუდი და კაშნე, რომლებიც ორ ფერშია წარმოდგენილი.

ამ კოლექციით ბრენდი თავის ახალ დიზაინ კონცეფციას წარმოგვიდგენს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და აქსესუარები განახლებული მიდგომით, ტექსტურის, სტრუქტურისა თუ ფორმის კვლევის, ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად შეიქმნა, გამოყენებული მასალები კი მზრუნველობით შეირჩა.

ყველაფერი, რასაც კოლექციაში ვხვდებით, პრაქტიკულთან ერთად, დახვეწილი და თანამედროვეა.