მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ Inditex-ი რუსულ ბიზნესს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ Daher Group-ს მიჰყიდის. უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, ესპანურმა კომპანიამ რუსეთში 500-ზე მეტი მაღაზია 5 მარტის შემდეგ დახურა. Inditex-ს ქვეყანაში დაახლოებით 9000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

© WSJ / VYACHESLAV PROKOFYEV / ZUMA PRESS
WWD-ს ცნობით, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტამდე, ქვეყანაში Inditex-ის შემოსავალი გლობალური გაყიდვების დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ბაზრიდან მიღებული 216 მილიონი ევრო კი “ფედერაციაში ჯგუფის ბიზნეს აქტივობების შეწყვეტის შედეგს საკმარისად ფარავს.”

აღსანიშნავია, რომ Zara-ს, Massimo Dutti-ის, Bershka-ს, Stradivarius-ის და Oysho-ს მფლობელი კომპანია სამომავლოდ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას არ გამორიცხავს. “იმ შემთხვევაში თუ მომავალში გარემოებები შეიცვალა, Inditex-ის ბრენდები ბაზარზე შესაძლოა ისევ დაბრუნდეს,” – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში. “Inditex-ი და Daher Group-ი ფრენშაიზის საშუალებით პოტენციურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.”