2023 წლის მაისში ბიონსემ განაცხადა, რომ თმის მოვლის ხაზს უშვებდა. რამდენიმე თვის შემდეგ ბრენდი, სახელწოდებით Cécred უკვე გაყიდვაშია. Cécred-ის სათავეში ბიონსესთან ერთად, მომღერლის დედა, ტინა ნოულსი და სტილისტი, ნილ ფერინა არიან. 

ხაზი შვიდ პროდუქტს აერთიანებს. მათ შორის ძირითადი პროდუქტებია დამატენიანებელი შამპუნი, სკალპის მოვლისათვის განკუთვნილი შამპუნი-სკრაბი და ძლიერმოქმედი კონდიციონერი. დამატებითი პროდუქტები მოიცავს ნიღაბს, თმის ლოსიონს და პროტეინებისაგან შემდგარ სამკურნალო საშუალებას. როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, კოლექციას უახლოეს მომავალში დამატენიანებელი კონდიციონერი დაემატება, რომელიც სრულიად ინოვაციური, უნიკალური ტექნოლოგიით არის შექმნილი და კერატინის ფორმულის მეშვეობით, დაზიანებულ თმას აღადგენს. 

რაც შეეხება Cécred-ის ღირებულებას, პროდუქტების ფასი 30 დოლარიდან 50 დოლარამდე მერყეობს.