ბელა ჰადიდმა თავისი ბრენდი, სახელწოდებით Orebella წარადგინა. ბრენდის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რა შეიძლება იყოს Orebella. ჰადიდის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ კომპანია გარკვეულ პროდუქტებს გაყიდის.
არის ვარაუდი, რომ Orebella კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია. კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, Orebella სუნამოს ხაზია, თუმცა მოდელს განმარტება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ბრენდს ოფიციალურად 2 მაისს წარადგენს. იქამდე ქსელში Orebella-ს ვებ-გვერდი გაეშვა და ინსტაგრამის ანგარიში შეიქმნა.
გასული წლის აქტიური სეზონის შემდეგ, ბელა ჰადიდი პოდიუმზე აღარ ჩნდება. 2023 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰადიდი ლაიმის დაავადების გამო ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას გადიოდა. მალევე მოდელმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაადასტურა, რომ გრძელვადიან მკურნალობას გადიოდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობდა და მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
2024 წლის დასაწყისში ბელა ჰადიდი The Perfect Magazine-ის ყდაზე გამოჩნდა.