Prada-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში ადამიანსა და ყვავილს შორის ვიზუალურად გამოხატული დიალოგი კაცობრიობის მარადიულ ღირებულებებს – სილამაზეს, მზრუნველობასა და სიყვარულს მომხიბლავი, არარეალისტური ფორმით ავლენს. სინაზის სიმბოლო ჰუმანურობის მეტაფორად წარმოგვიდგება, რომელიც ჩვენს გრძნობებსა და აზრებს გამოხატვს. ადამიანის ზომის ყვავილები ხუთი მსახიობის პირისპირ გვხვდება: ბენედიქტ კამბერბეტჩის, ჰანთერ შეფერის, კოდი სმიტ-მაკფის, ლეტიცია რაიტის და ლი სიანის. მათ შორის ინტერაქცია ჟესტებისა თუ მზერის საშუალებით ფოტოებზე დამაჯერებლად არის ასახული.

ბენედიქტ კამბერბეტჩი და ლი სიანი © Prada

“საუბარი ყვავილთან” ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ვილი ვანდერპერემ გადაიღო. თანმხლებ ფილმებში მსახიობები გადიდებულ მცენარეებთან კომუნიკაციას სიტყვიერადაც ამყარებენ. ტექსტი პულიცერის პრემიის მფლობელ, The Hours-ის ავტორ მაიკლ კანინგემს ეკუთვნის. კამპანიაზე კრეატიულ დირექტორად ფერდინანდო ვენდერიმ იმუშავა.

“ეს საუბრები პარადოქსულია, ყვავილები კი თავად წარმოადგენს დიქოტომიას – მყიფეც არის და ძლიერიც, ძვირფასიც და ჩვეულებრივიც, ეფემერული და მაინც მარადიული, თითოეული მათგანი უნიკალურია.”

– Prada

ლეტიცია რაიტი და კოდი-სმიტ მაკფი © Prada

კამპანიის ვიდეო