ჩვენ ტექნოლოგიური აღმავლობის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტქნოლოგიურმა მოწყობილობებმა ყველა სფეროში შეაღწიეს – მათ შორის მოდის და სილამაზის ინდუსტრიაშიც. ამის კარგი მაგალითია YSL-ის ახალი პროდუქტი – ბრენდმა ინოვაციური ტუჩსაცხი-გაჯეტი წარადგინა.

ტექნოლოგიური ტუჩსაცხის მეშვეობით, იმ შეფერილობის ტუჩებს მიიღებთ, რომელიც გსურთ. მოწყობოლობაში ინტეგრირებულია პიგმენტის სამი ძირითადი სახეობა, მათი შეზავებით კი, მრავალფეროვანი შეფერილობების მიღებაა შესაძლებელი. ფერების არჩევის პროცესს მომხმარებელი სმარტფონის მეშვეობით აკონტოლებს, რომელიც ბლუთუზით უკავშირდება გაჯეტს. პროდუქტი კომპაქტურია და USB კაბელით იმუხტება, შესაბამისად მისი ტარება კომფორტული და მარტივია.

YSL-ის სილამაზის ინოვაციური პროდუქტის ღირებულება 299 დოლარია, წინასწარი შეკვეთები კი უკვე შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთებისას, მოწყობილობას პიგმენტების რამდენიმე პალეტი მოჰყვება სხვადასხვა ტონალობაში. რაც შეხება ცალკე ამ პიგმენტებს, ე.წ. კარტრიჯებს, მათი დამოუკიდებლად შეძენა 100 დოლარად იქნება შესაძლებელი.