Netflix-ის ცნობილი სერიალის, YOU-ს მსახიობმა ვიქტორია პედრეტიმ, აპლიკაცია Quinn-თან თანამშრომლობით, აუდიო ეროტიკული სერიალი დაიწყო. Compromised – ასე ჰქვია სერიალს და ისტორია თანამედროვე ნიუ იორკში ჯაშუში ქალის ირგვლივ ვითარდება. პედრეტი ამბის მთავარი მოქმედი პირი და ნარატორია. ეპიზოდები აპლიკაცია Quinn-ზე ყოველდღიურად დაემატება, სერიალის ფინალი კი 5 ოქტომბერს შედგება.
რაც შეეხება Quinn-ს, ის ეროტიკული სტრიმინგ აპლიკაციაა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ეთიკურობა, ქალთა უფლებების ლობირება და ქვიარ თემის მხარდაჭერაა. ვიქტორია პედრეტთან თანამშრომლობა აპლიკაციის მიმდინარე პროექტის ნაწილია. Quinn-ის აღნიშნული პროექტი ცნობილ ადამიანებთან კოლაბორაციით ასევე ეროტიკული შინაარსის აუდიო სერიალებისა და პროგრამების გამოშვებას გულისხმობს.