„მინდა გეფის სტივ ჯობსი ვიყო… მხოლოდ კაფსულა კოლექცია არ მაქვს მხედველობაში. გეფზე სრულ Hedi Slimane შემოქმედებით კონტროლს ვგულისხმობ,“ – 2015 წელს სწორედ ეს ფრაზა უთხრა კანიე უესტმა Style.com – ს. გეფი ასევე ის ბრენდია, რომლის ჩიკაგოში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მუსიკოსი თინეიჯერობის ასაკში მუშაობდა. წლების შემდეგ ჩვენ Yeezy Gap – ის ფენომენის გაჩენის მოწმეები ვხდებით.
ამერიკულ ბრენდსა და უესტს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მათი ერთობლივად შექმნილი კოლექცია კი 2021 წლიდან გამოვა გაყიდვაში.
სიახლის გავრცელებას მალევე მოჰყვა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაც. დიზაინერმა მოვალოლამ ინსტაგრამზე თავის გამომწერებს აცნობა, რომ Yeezy Gap – ის დიზაინ დირექტორად დასახელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თანამშრომლობით შექმნილ ტანსაცმელს ტიპური გეფის ფასები ექნება და მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხაზი მოიცავს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ყოველდღიურ სამოსს.