
ტექნოლოგიური ეპოქის საზღვრების გაფართოების მასშტაბები ყველაზე კარგად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით გამოიხატება. ინტერნეტ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის დომინაცია აშკარაა და ამან ყველა სფეროს დღის წესრიგი შეცვალა, მათ შორის – მოდის ინდუსტრიის. ბოლო პერიოდში, მოდის სახლების არაერთი ალტერნატიული კამპანია, ფოტოსესია და სხვადასხვა სახის ვიზუალური ნამუშევარი გავრცელდა, რომლებიც რეალურად პროგრამული მანიპულაციის შედეგია. ეს გამოსახულებები იმდენად რეალურია, რომ ინტერნეტმომხმარებლები შეცდომაშიც კი შეიყვანა. მაგალითისათვის გავიხსენოთ რომის პაპის გამოსახულების შემცველი სურათი, რომელშიც კათოლიკური სამყაროს მთავარ ფიგურას თეთრი ქურთუკი აცვია. ეს სურათი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულება აღმოჩნდა. ახლახან ინტერნეტში კიდევ ერთი სერია გამოქვეყნდა. Versace, Mugler, Hermes – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ტექნოლოგიური სფეროს გიგანტი კომპანიების სახელგანთქმულმა ხელმძღვანელებმა „მოირგეს“.
სერია პლატფორმა Artazine-მა გაავრცელა. სურათები მოდის სახლების ჩვენების საიმიჯო ფოტოებს მოგვაგონებს.
დაათვალიერეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სერია:
სტივ ჯობსი – Hermes

ილონ მასკი – Acronym

მარკ ცუკერბერგი – Dries Van Noten

ბილ გეიტსი – Kolor

ტიმ კუკი – Versace

ჯეფ ბეზოსი – Mugler

ჯეკ მა – Lining
